Skip to content
06/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გახასიათებთ ამჩატება. გარწმუნებთ, დაიდება კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები იქნება

მარშალ პრესი 01/04/2026
levan machavariani1

„რაც შეეხება ფასების საკითხს- ნუ ვიჩქარებთ. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ მუშაობა უნდა მორჩეს აპრილის ბოლოს, ერთი თვე კიდევ დარჩენილია“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სასურსათო ფასებზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ.

„არ ვიჩქაროთ იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციას ზოგადად გახასიათებთ ამჩატება, რაღაც განცხადებების კეთება და საბოლოო ჯამში მერე რაღაცები სხვანაირად ხდება ხოლმე და ამ შემთხვევაშიც, გარწმუნებთ, რომ როგორც ჩვენ ვადა გვაქვს აღებული აპრილის ბოლო, დაიდება კონკრეტული გეგმა რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები. მაგიტომ არ იჩქაროთ. დღეს რომ აპრილის მაგივრად იყოს პირველი მაისი, მაშინ ლეგიტიმური იქნებოდა თქვენი მხრიდან ეს განცხადება, მაგრამ ერთი თვე დარჩენილია და ამ ერთ თვეში დავდებთ იმ შედეგს, რა შედეგსაც დავპირდით საზოგადოებას“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია
Next: ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ ჩვენ, რა უნდა გაგადგას ამერიკის მხარემ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.