Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

შვეიცარიული მედია: ტრამპი ირანთან დაკავშირებით „პირველი რიგის დილემის“ წინაშე დგას – რეჟიმისთვის “თავის მოკვეთით” სტრატეგიულ დონეზე ვაშინგტონმა ჯერჯერობით დიდად ვერაფერს მიაღწია

მარშალ პრესი 01/04/2026
14004

შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომში მასიურ ესკალაციასა და საჰაერო დარტყმების მკვეთრ შეწყვეტას შორის მერყეობს, თუმცა, ზესახელმწიფოს ძნელად თუ შეუძლია საომარი მოქმედებების ცალმხრივი შეწყვეტა ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე.

როგორც გამოცემა წერს, უკვე ერთი თვეა, აშშ და ისრაელი დაუნდობელ საჰაერო ომს აწარმოებენ ირანის წინააღმდეგ. მათ მოკლეს უზენაესი ლიდერი, ალი ხამენეი და გაანადგურეს ირანის ფლოტი, სარაკეტო ცენტრები და იარაღის ინდუსტრია. თუმცა, სტრატეგიულ დონეზე ვაშინგტონმა ჯერჯერობით დიდად ვერაფერს მიაღწია. პირიქით, რეჟიმის „თავის მოკვეთამ“, როგორც ჩანს, გააძლიერა თეირანში მკაცრი ხაზის მომხრეების გავლენა. ტრამპის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ბაზრების დასამშვიდებლად ირანის წინააღმდეგ ნავთობისთვის სანქციები მოეხსნა. გამოცემის ცნობით, ჰორმუზის სრუტის შერჩევითი დახურვით აშშ და მისი მოკავშირეები სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან, რომელიც ომამდე არ არსებობდა.

“მიმდინარე ვითარებაში ამერიკის პრეზიდენტს თითქმის აღარ დარჩა კარგი არჩევანი, თუ რეჟიმი დაბომბვებს კვლავ გაუძლებს: ომის მასშტაბური ესკალაცია, ზავი თეირანის პირობებით ან საჰაერო იერიშების ცალმხრივი შეწყვეტა. რომელ გზას აირჩევს დონალდ ტრამპი, ამ ეტაპზე მხოლოდ თავად მან იცის. რიტორიკულად ის ყველა ვარიანტს ღიად ტოვებს. ომის შედეგების შელამაზებითა და მიზნების გადახედვით, ის ნიადაგს ამზადებს, რათა ნებისმიერ შემთხვევაში ამომრჩევლებს ეს გამარჯვებად წარუდგინოს. ამავე დროს, ის თეირანს კიდევ უფრო დამანგრეველი საჰაერო იერიშებით ემუქრება”, – წერს Neue Zürcher Zeitung.

Post navigation

Previous: გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
Next: რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად – ლევან მახაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.