Skip to content
17/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

მარშალ პრესი 01/04/2026
world bank

მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა.
კვლევა, რომელსაც ნოტერდამის უნივერსიტეტი აწარმოებს, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა.

კვლევის მიზანია დაეხმაროს მთავრობებს, ბიზნესებსა და თემებს ინვესტიციების პრიორიტეტულობის დადგენაში, რათა უფრო ეფექტური რეაგირება მოახდინონ მომავალ გლობალურ გამოწვევებზე. მოწყვლადობის კონტექსტით კვლევაში გაანალიზებულია 6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორი – საკვები, წყალი, ჯანდაცვა, ეკოსისტემური მომსახურება, ადამიანის ჰაბიტატი და ინფრასტრუქტურა, ხოლო მზაობის თვალსაზრისით კვლევა კონცენტრირებულია სამ ფაქტორზე – ეკონომიკური მზადყოფნა, მმართველობის მზადყოფნა და სოციალური მზადყოფნა.

კვლევის ფარგლებში განხორციელდა მსოფლიოს 192 ქვეყანაში არსებული ვითარების ანალიზი.

გლობალური ადაპტაციის ზოგადი ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, კორექტირებული ინდექსის მიხედვით კი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის კეთილსაიმედოობით შეიწონა, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-8 ადგილზე გავიდა. განსაკუთრებული წარმატება ეკონომიკური მზაობის ინდიკატორით დაფიქსირდა, სადაც საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
გლობალური ადაპტაციის ეკონომიკური მზაობის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული ასე განისაზღვრა: სინგაპური, ნორვეგია, დანია, საქართველო და ახალი ზელანდია.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია… მაშ – მშვიდობა ვჭამოოთ?
Next: შვეიცარიული მედია: ტრამპი ირანთან დაკავშირებით „პირველი რიგის დილემის“ წინაშე დგას – რეჟიმისთვის “თავის მოკვეთით” სტრატეგიულ დონეზე ვაშინგტონმა ჯერჯერობით დიდად ვერაფერს მიაღწია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.