Skip to content
16/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ანა დოლიძე გაერთიანებული “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს – 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს

მარშალ პრესი 01/04/2026
ana dolidze

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, გაერთიანებული “ნაცმოძრაობის” მიერ 26 მაისს თბილისში დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 26 მაისი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისედაც ყველა ქუჩაშია და ზეიმობს, ასე იქნება წელსაც.

“26 მაისი ყველასია. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს. ის არ ეკუთვნის არც ბიძინას, არც მიშას ან ვინმე სხვას. 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს და რა თქმა უნდა, წელსაც ვიზეიმებთ.” – წერს დოლიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ტყუილია, მე ვარ დასაქმებული ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში – ლაშა ჯოხაძე
Next: მარკო რუბიო – ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატო-სთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.