Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ჩერგოლეიშვილზე: იმას კი არ ამბობს, მოსახლეობას დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ხელისუფლებაში ყოფნასო, იმას ამბობს, ამერიკაში ჩავალ და პატრონებს ვეტყვი რა გეგმა მაქვსო

მარშალ პრესი 31/03/2026
tamta megrelishvili

როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ მონობასა და აგენტობაზე – არ შეიძლება ეს 1% იანი სუბიექტი არ გაგვახსენდეს მის თანამეცხედრესთან ერთად – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პარტია „ფედერალისტების” ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „იგეგმება აშშ-ში ვიზიტი – ჩავდივართ ერთი მიზეზით: მივცეთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში.“

მისივე შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას აჩვენონ იმსახურებენ ხელისუფლებაში ყოფნას, ამბობს რომ ამერიკაში ჩავა და პატრონებს ეტყვის რა გეგმა აქვს.

„როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ მონობასა და აგენტობაზე – არ შეიძლება ეს 1% იანი სუბიექტი არ გაგვახსენდეს მის თანამეცხედრესთან ერთად. მეტი როგორ უნდა აღიაროს, რომ ქართველი ხალხი ფეხზე ჰკიდიათ? იმას კი არ ამბობს, მოსახლეობას დავუმტკიცებთ რომ ჩვენ ვიმსახურებთ ხელისუფლებაში ყოფნასო, იმას ამბობს, ამერიკაში ჩავალ და პატრონებს ვეტყვი რა გეგმა მაქვსო. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ნამდვილად უდიდესი სახადი მოიხადა ჩვენმა ერმა, მაგრამ ერთი წამით არ გვაქვს უფლება ყურადღება მოვადუნოთ. ეს მანქურთები, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები არ მოისვენებენ, ამიტომ გვმართებს სიფხიზლე, რათა საქართველო ისევ არ ჩაეშვას აგენტოკრატიის აწ უკვე გამოუსწორებელ მარაზმში!“ – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: საქართველო არ არის და არასდროს იქნება რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო! ჩვენ ვართ ქრისტიანული ცივილიზაციის ის ციხე-გოდოლი, საიდანაც თავად ევროპა იშვა
Next: ზურაბ ქადაგიძე: დღეს, როცა ზოგიერთი ბიუროკრატი ცდილობს ნამდვილი ქრისტიანობა „ლიბერალური ფაშიზმით“ ჩაანაცვლოს, ჩვენ აღმოვჩნდით იმ ღირებულებების დამცველები, რაზეც ოდესღაც თავად ევროპა იდგა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.