Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველო არ არის და არასდროს იქნება რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო! ჩვენ ვართ ქრისტიანული ცივილიზაციის ის ციხე-გოდოლი, საიდანაც თავად ევროპა იშვა

მარშალ პრესი 31/03/2026
zurab kadagidze

მილიონობით დოლარი დაიხარჯა იმაში, რომ საპატრიარქო „რუსულ ინსტიტუციად“ მოენათლათ, რომ პატრიარქი დაეკნინებინათ, რომ ახალგაზრდებისთვის რწმენა და ტრადიცია ჩამორჩენილობად ეჩვენებინათ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, უკანასკნელმა დღეებმა მთელ მსოფლიოს დაანახა- ერს რომელსაც ასეთი ერთსულოვნება შეუძლია, წარმოუდგენელია მისი დაშინება, მოსყიდვა და შანტაჟი.

„ათწლეულების განმავლობაში, უცხოური ფონდებიდან დაფინანსებული ათასი რჯულის სექტანტი, ფსევდო-ლიბერალი და პოლიტიკური ავანტიურისტი მიზანმიმართულად უტევდა ჩვენს იდენტობას. მათი მთავარი სამიზნე იყო და არის მართლმადიდებლური ეკლესია და პატრიარქის უპირობო ავტორიტეტი. რატომ? იმიტომ, რომ მათ კარგად იციან: სანამ ქართველი კაცი სულიერ ფასეულობებზე დგას, მას ვერცერთი „ენჯეო“ ვერ მართავს და ვერცერთი გარე ძალა ვერ აქცევს თავის მარიონეტად.

მილიონობით დოლარი დაიხარჯა იმაში, რომ საპატრიარქო „რუსულ ინსტიტუციად“ მოენათლათ, რომ პატრიარქი დაეკნინებინათ, რომ ახალგაზრდებისთვის რწმენა და ტრადიცია ჩამორჩენილობად ეჩვენებინათ. და რა მიიღეს შედეგად? მიიღეს ის, რომ პატრიარქის გარშემო გაერთიანდა მთელი საქართველო – დიდი თუ პატარა, მორწმუნე თუ ურწმუნო. ამ ერთობამ აჩვენა, რომ აგენტოკრატიის მიერ დახარჯული კოლოსალური რესურსი უბრალოდ წყალში გადაიყარა!

ქართველმა ხალხმა საკუთარი ნებით, ყოველგვარი დაძალების გარეშე, განაჩენი გამოუტანა მათ მრავალწლიან შავ პიარს.

აქ ხშირად ლაპარაკობენ „ევროპულ არჩევანზე“. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: საქართველო არ არის და არასდროს იქნება რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო! ჩვენ ვართ ქრისტიანული ცივილიზაციის ის ციხე-გოდოლი, საიდანაც თავად ევროპა იშვა. დღეს კი, როცა ზოგიერთი ბიუროკრატი ცდილობს ნამდვილი ქრისტიანობა „ლიბერალური ფაშიზმით“ ჩაანაცვლოს, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით იმ ღირებულებების დამცველები, რაზეც ოდესღაც თავად ევროპა იდგა.

უკანასკნელმა დღეებმა მთელ მსოფლიოს დაანახა – ერს რომელსაც ასეთი ერთსულოვნება შეუძლია, წარმოუდგენელია მისი დაშინება, მოსყიდვა და შანტაჟი.“ – განაცხადა ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა, ვითვალისწინებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს. საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი. ჩვენი ერთობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული, ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას ზეციურ საქართველოში
Next: თამთა მეგრელიშვილი ჩერგოლეიშვილზე: იმას კი არ ამბობს, მოსახლეობას დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ხელისუფლებაში ყოფნასო, იმას ამბობს, ამერიკაში ჩავალ და პატრონებს ვეტყვი რა გეგმა მაქვსო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.