Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია – მთელი საქართველოს 98,9%-მა დაადასტურა როგორც ჩვენი ერის თავისუფლების ურყევი არჩევანი, ასევე, განსაზღვრა ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი

მარშალ პრესი 31/03/2026
irakli kircxalia2

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს. “შეკითხვას –

“ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” მთელი საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98,9%-მა დადებითი პასუხი გასცა და ამით დაადასტურა როგორც ჩვენი ერის თავისუფლების ურყევი არჩევანი, ასევე, განსაზღვრა მომავალი ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოსი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით და ეროვნული ინტერესების დაცვით, რასაც ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ. “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს”, – წერს ირაკლი კირცხალია.

Post navigation

Previous: 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა – საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას
Next: დიმიტრი ხუნდაძე: დემოგრაფია არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკის სფერო. ის განსაზღვრავს სახელმწიფოს გრძელვადიან მდგრადობას, ეკონომიკურ პოტენციალს და მის სტრატეგიულ გამძლეობას რეგიონში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.