Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა – საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას

მარშალ პრესი 31/03/2026
mikheil kavelashvili

1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა – საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, – წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის შედეგები იქცა სუვერენული საქართველოს იმ ურყევ სამართლებრივ საძირკვლად, რომელზეც უკვე 35 წელია საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენდება.

„1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა – საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ჩვენს ისტორიას იშვიათად თუ ახსოვს ერის ასეთი ერთიანობა და საერთო ღირებულებების ირგვლივ ერთსულოვნად შეკრული საზოგადოება.
დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის შედეგები იქცა სუვერენული საქართველოს იმ ურყევ სამართლებრივ საძირკვლად, რომელზეც უკვე 35 წელია ჩვენს სახელმწიფოებრიობას ვაშენებთ.

ჩვენი ვალია, დავიცვათ ის უდიდესი მონაპოვარი, რომლისთვისაც წინაპრები თაობების განმავლობაში იბრძოდნენ. ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ იმ უძვირფასეს მემკვიდრეობას, რომელმაც ჩვენი დღევანდელობა განსაზღვრა, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი და განვაგრძოთ სვლა კიდევ უფრო ძლიერი, ღირსეული და ერთიანი საქართველოს მშენებლობისკენ- სახელმწიფოსკენ, სადაც საკუთარ ბედს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი განაგებს“, – წერს პრეზიდენტი.

Post navigation

Previous: თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და კობახიძესთან რუბიოს ზარი არის მკაფიო აღიარება აშშ-ის პრეზიდენტისგან და მისი ადმინისტრაციისგან
Next: ირაკლი კირცხალია – მთელი საქართველოს 98,9%-მა დაადასტურა როგორც ჩვენი ერის თავისუფლების ურყევი არჩევანი, ასევე, განსაზღვრა ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.