Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

მარშალ პრესი 30/03/2026
6c80ee0e-e35a-4d25-b024-a56059609b32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. აღინიშნა, რომ საქართველო-თურქმენეთის თანამშრომლობა თვისებრივად ახალ დონეზეა აყვანილი და მაღალი დონის ვიზიტები ხელს უწყობს აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

ისაუბრეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობას.

განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა თურქმენეთის ძალისხმევას ცენტრალურ აზიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით. ხაზგასმით აღინიშნა, მსგავსი პოლიტიკის გატარების აუცილებლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის.

Post navigation

Previous: მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო
Next: დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: საქართველო რჩება სუბიექტად, რომელთანაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს პირდაპირ საუბარს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.