Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

მარშალ პრესი 30/03/2026
mariam lashkhi

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სცენის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს უპასუხა. ლაშხმა ხვედელიანს მიუთითა, რომ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასების გაკეთება სურდა, მას ამის შესაძლებლობა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გამოსვლის დროს ჰქონდა.

„ტატა შეგახსენებთ, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გამოსვლისას თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, თუ რაიმე პოლიტიკური კომენტარი გინდოდათ ამ თემასთან დაკავშირებით, შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდევაც რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო. რაც შეეხება იმას, რომ ეს არის მანიპულაცია- არავის გამოუყენებია ინდულგენციად და დღესაც რომ შეხედოთ, ქართული თეატრი და ზოგადად, სახელოვნებო მიმართულება სრულიად დაცლილია რაიმე ტიპის ცენზურისგან. როდესაც ადამიანი სამართლებრივ ნორმას სცდება, ის არის ოსკარის ლაურეატი თუ თუნდაც, საფრანგეთის კულტურის სახე, მან სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქ, მსგავსი ტიპის განცხადებების ადგილი არ არის- პირიქით, თუ რაიმე მიღწევა გვაქვს, ზუსტად ის არის, რომ დღეს ნებისმიერი ინსტიტუცია დაცლილია მანიპულაციებისგან“- მიმართა მარიამ ლაშხმა ხვედელიანს.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ ოადგილეებთან, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
Next: პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.