ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სამდღიანი ბანაკი „პროფესიული ორიენტაცია“ დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობაზე, გაეცნენ სხვადასხვა სფეროს გამოწვევებს და შესაძლებლობებს. ასევე, დაათვალიერეს ბათუმის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ჩაერთნენ პრაქტიკულ აქტივობებში, მათ შორის კრიმინალისტიკის კაბინეტში, სასამართლო საიმიტაციო დარბაზში და ახლოს გაიცნეს მეზღვაურის პროფესია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა, ესაუბრა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე.
დასასრულს მონაწილეები სიგელებითა და ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ. პროექტში მონაწილეობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 27 აბიტურიენტი.
