Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ. ოპოზიციაში, მათ წუხილებს ანდერძზე და ა.შ.

მარშალ პრესი 27/03/2026
giorgi gamsakhurdia

რადგან ამ თემებს ვეხები ეს ბოლო პერიოდია, მინდა ასევე გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ ოპოზიციაში, მათ წუხილებს ანდერძზე და ა.შ. გასაგებად აღნიშნა მისმა უწმინდესობამ, 2017 წელს თავისი პოზიცია და მოსაყდრედ გამოარჩია მეუფე შიო, – წერს გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში.

გამსახურდიას განცხადებით, პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს გარშემო, მხოლოდ გამოგონილი ჭორებია, თავად მეუფე კი უწესიერესი ადამიანია. მისივე თქმით, მუჯირებისა და გამსახურდიების ოჯახი ერთმანეთთან ახლოს იყვნენ.

“მეუფე შიო გახლავთ მართლაც უწესიერესი და ასკეტი ადამიანი, მის გარშემო გარდა გამოგონილი, საფუძვლებს მოკლებული, ჭორებისა, არაფერი არ მოიპოვება და არც არსებობს ბუნებაში. გარდა ამისა, ვიცნობ მას პირადად და ვიცნობ მის შესანიშნავ ოჯახს, საიდანაც მეუფე მოდის. მათ სახლში, შესანიშვავ ქალბატონ, ურსულა ქურდიანთან დავეუფლე გერმანულ ენას ბავშვობაში (იმ ბავშვობაში, რომელიც ნაცების პოლიტიკურმა წინაპრებმა არ მაცალეს) და ზვიადის და ჩვენი უახლოესი ოჯახი გახლდათ, ქურდიანების და მუჯირების ოჯახი. წარმატებები მეუფეს და გამჩენის წყალობა,” – წერს გიორგი გამსახურდია Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სამდღიანი ბანაკი „პროფესიული ორიენტაცია“ დასრულდა
Next: დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.