Skip to content
17/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ” ევროპულ ქარტიას საქართველოში უკვე 36 ხელმომწერი მუნიციპალიტეტი ჰყავს

მარშალ პრესი 28/03/2026
658873475_1327252889457293_1334079590861184013_n

,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ” ევროპულ ქარტიას საქართველოში უკვე 36 ხელმომწერი მუნიციპალიტეტი ჰყავს.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ადვოკატირებით, ამჯერად დოკუმენტს ხელვაჩაურის, ხარაგაულის, ტყიბულისა და ახალციხის თვითმმართველი ერთეულები შეუერთდნენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ და მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ქალთა და კაცთა თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას ადგილობრივ დონეზე.

ქარტია, რომელიც ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, მუნიციპალიტეტებს სთავაზობს ინსტრუმენტებს შეიმუშაონ შესაბამისი სამოქმედო გეგმები და ეფექტიანად გამოიყენონ არსებული რესურსები ქალთა და კაცთა თანაბარი უფლებების უზრუნველსაყოფად.

,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ” ევროპულ ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონია ა.თ.ე.ა-ს რიგით მერვე ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართა, რომელსაც ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების მერები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის, ეკლესიის წინააღმდეგ – თავდასხმები ახლა მეუფე შიოზეც გაძლიერდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო რეალური კანდიდატი პატრიარქის ტახტზე
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების გუნდებს შორის თეატრალური კონკურსი გაიმართა, რომელიც რამდენიმე წელია ტარდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.