Skip to content
17/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის, ეკლესიის წინააღმდეგ – თავდასხმები ახლა მეუფე შიოზეც გაძლიერდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო რეალური კანდიდატი პატრიარქის ტახტზე

მარშალ პრესი 28/03/2026
irakli qadagishvili

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ამგვარი კამპანიების მიზანი ეკლესიის ავტორიტეტის დაზიანებაა.

„საქართველოში და ქვეყნის გარეთაც არიან ის ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იღვწოდნენ იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მასში განხეთქილება შეეტანათ. გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის, ეკლესიის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ახლა ისინი ამ ბრძოლას გააგრძელებენ, სამწუხაროდ.

მიზანი არის ერთი რამ, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ავტორიტეტი. ბუნებრივია, თავდასხმები ახლა მეუფე შიოზეც გაძლიერდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო რეალური კანდიდატი პატრიარქის ტახტზე და ვისაც კი ასეთი პერსპექტივა ექნება, ყველაზე გარკვეული შეტევა იქნება მიტანილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Post navigation

Previous: ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ” ევროპულ ქარტიას საქართველოში უკვე 36 ხელმომწერი მუნიციპალიტეტი ჰყავს
Next: ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ” ევროპულ ქარტიას საქართველოში უკვე 36 ხელმომწერი მუნიციპალიტეტი ჰყავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.