Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი – არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სტუდენტები მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ იმისათვის, რომ სხვებს აზიანებდნენ. რეალობა ის იყო, რომ 25 აქტივისტი 700 სტუდენტს აბულინგებდა

მარშალ პრესი 30/03/2026
giorgi-shalutashvili

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე თეატრალურ უნივერსიტეტში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მანვე გაიხსენა მანამდე არსებული კრიზისული სიტუაციები, თუ როგორ ცდილობდნენ მცირე ჯგუფები მასაზე ზემოქმედებას.

„კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ. მით უმეტეს, თეატრს აქვს ძალზედ ხმამაღლა სათქმელი, თავისი ფუნქციიდან გამომდინარე და ქართული თეატრი იყო ის ორგანიზაცია, ის ფენომენი, რომელმაც ეროვნული იდენტობა შემოუნახა სწორედ იმ წლების მანძილზე და გიორგი ერისთავის თეატრიც მაგიტომ შეიქმნა და ქართულ თეატრს სათავეში ედგნენ ილია ჭავჭავაძე და დიმიტრი ყიფიანი, ორივე მოწამებრივად მოკლული. ამიტომ, რასაკვირველია ამ ტრადიციის შენარჩუნება ვფიქრობ, ძალზედ მნიშვნელოვანია.

თქვენ იცით, რომ საკმაოდ დიდი ტურბულენტობა და რყევები იყო ჩვენთან, რთულად აისახა, ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ბევრი რამ გასაგები გამხდარიყო ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდები არიან ყველაზე მოწყვლადი, იოლად დასაზიანებელი ნაწილი, იოლად ასაგდები და ცნობილია ესეც, რომ ყველა რევოლუცია სტუდენტების ხელით ხდებაო, ამბობენ იმიტომ, რომ ძალზედ ადვილია დააჯერო ახალგაზრდა, რომ ხელის გაწვდენაზეა სამოთხე, ხოლო რაც ხდება, ეს ემოციებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს უნივერსიტეტს. ამჟამად შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა მიდის სრულიად შეუფერხებლად. თითქმის 100 %-იანი დასწრება არის. ადამიანურად გიზიარებთ, რომ ძალიან აქტიურები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გამოხატავდნენ, რომ რეალურად იყვნენ ინსინუაციების მსხვერპლები და არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ იმისათვის, რომ რეალურად სხვებს აზიანებდნენ. რეალობა იყო ეს, რომ 20-25 აქტივისტი ფაქტობრივად აბულინგებდა 600-700 სტუდენტს. ეს ჩანდა, თუმცა დიდი ძალისხმევის ხარჯზე დამშვიდდა. პრობლემა იმაში იყო, რომ ამ ტურბულენტობაში კონკრეტული ძალები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ არ დაიწყოთ დიალოგი რექტორთან, არ დაიწყოთ დიალოგი პედაგოგებთან და ისევ ეს თაობა დაზარალდა“- განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.

Post navigation

Previous: მარიამ ლაშხი: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო გაცილებით მოწყვლადია გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა
Next: ნინო ცხვარაძე: თავისუფალი მედია ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა ფაქტებით მანიპულირებას. ისწავლეთ წყაროს გადამოწმება და ნუ აკადრებთ საზოგადოებას იმას, რაც პროფესიულ და მორალურ სტანდარტებთან ახლოსაც არ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.