Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა

მარშალ პრესი 29/03/2026
levan machavariani

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ფედერალისტების“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელმაც „რადიო თავისუფლება“-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.

მაჭავარიანის თქმით, ის, რომ სახელმწიფო და ერი გადარჩა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა.

„ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა! გადარჩა ჩვენი ერი და გადარჩა ჩვენი სახელმწიფო.
დასრულდა სისტემური წამება-გაუპატიურება, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი, ბიზნესის რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ადამიანების ჩაგვრა განსხვავებული აზრისთვის.
დღეს ვამაყობთ იმით, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო. ვიცავთ ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ჩვენს იდენტობას, ტრადიციებსა და კულტურას.

ამ ურთულეს დროში ვინარჩუნებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ქართველ ხალხთან ერთად ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ლომის წვლილია.
ამ ყველაფრის მოსაპოვებლად ურთულესი ბრძოლაა გავლილი შიდა და გარე მტრებთან, ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, სანამ ქართველი ხალხი ასე გვიდგას გვერდში, ჩვენ არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ, ამ მონაპოვრის შენარჩუნებასა და განვითარებას მოვახერხებთ. ამ ყველაფრის გარანტია „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
ჩვენ იდეალურები ნამდვილად არ ვართ, რაღაცები გამოსასწორებელია, რაღაცები კიდევ უკეთ არის გასაკეთებელი.

თუმცა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ეს ნამდვილად ჩვენი გუნდის დამსახურებაა და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა დააფასოს.“- წერს მაჭავარიანი.

Post navigation

Previous: დიდუბეში ფრენბურთის სასკოლო ტურნირი „დიდუბე 2026“ გაიმართა
Next: ნინო ფოჩხუა ბოკერიას: თქვენთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა გამოიხატება ნგრევაში, საკუთარი მოსახლეობის ტერორსა და პირად გამდიდრებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.