Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე: ეკლესიაზე შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან, არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეტევა

მარშალ პრესი 28/03/2026
zviad shalamberidze

ეკლესიაზე შეტევა, რომელიც მიმდინარეობს ბოლო დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის შეტევა ქართველი ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ, განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და გარდაცვლილ პატრიარქ ილია მეორეს პატივი მიაგო, საზოგადოების ძალიან მცირე ჯგუფი იცლიდა საპატრიარქოსა და პატრიარქის საქილიკოდ.

„მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკლესია, მართლმადიდებლური ქრისტიანობა და რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგეთ ჩვენი პატრიარქის სახით. იმ დღეებში, როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და მთელმა საქართველომ მიაგო პატივი ჩვენს პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, ძალიან მცირე ნაწილი, იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინა ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე,“ – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

Post navigation

Previous: გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე
Next: ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ” ევროპულ ქარტიას საქართველოში უკვე 36 ხელმომწერი მუნიციპალიტეტი ჰყავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.