Skip to content
08/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

მარშალ პრესი 28/03/2026
giorgi sosiashvili

ლიბერალი ფაშისტების სამიზნე დიდი ხანია არის ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, რომ ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში მის უწმინდესობასა და უნეტარესობაზე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა.

მისი თქმით, ეკლესიის დასუსტების მსურველებს, გარდაცვლილი პატრიარქიც კი “ძილს უფრთხობს” და სურთ, რომ ეკლესიაში გარკვეული დისონანსი და არეულობა შეიტანონ, რადგან პატრონების დავალებების თანახმად, მათი მთავარი სამიზნეა ქართველების სულიერი ცხოვრების მოშლა.

“ამ ადამიანებს გარდაცვლილი პატრიარქიც ძილს უფრთხობს, რადგან ეკლესიაა ჩვენი ხალხის გამაერთიანებელი და ახლა უკვე უნდათ, რომ ეკლესიაში შეიტანონ გარკვეული დისონანსი და არეულობის მცდელობები ჰქონდეთ. ბუნებრივია, ასრულებენ თავიანთი პატრონების დავალებებს, იმიტომ, რომ მათი მთავარი სამიზნე ყოველთვის იყო ჩვენი სულიერი ცხოვრების მოშლა. ამ სულიერი ცხოვრების მესაჭე არის ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია,” – განაცხადა სოსიაშვილმა.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე: ბაჩო ახალაიას ქმედება არ არის ახალი თუმცა, რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა. ასე იქნება ახლაც
Next: ზვიად შალამბერიძე: ეკლესიაზე შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან, არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეტევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.