Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან

მარშალ პრესი 28/03/2026
varlam liparteliani

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, რეგიონული კონფერენციების მიზნებზე ისაუბრა, რომლის დროსაც, ბორდის წევრებთან ერთად, ახალგაზრდებთან შეხვედრა და სხვადასხვა საკითხის დისკუსიის ფორმატში განხილვაა დაგეგმილი. ლიპარტელიანის განცხადებით, მმართველი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება მეტი საუბარი ახალგაზრდებთან, რადგან ქვეყნის წინსვლა და განვითარება შეუძლებელი იქნებოდა პროცესებში მათი ჩართულობის გარეშე.

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ადამიანისგან მოვისმინოთ იმ საჭიროების შესახებ, რაც მათ აქვთ. თუნდაც, კრიტიკული იყოს, მათი ყოველი სიტყვა და აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ არა მათი ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც დღეს ვითარდება ქვეყანასა და ზოგადად, მსოფლიოში, შეუძლებელი იქნება ქვეყნის წინსვლა და წარმატება. ამიტომ, მათი აზრის მოსმენა და გათვალისწინება, უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენთვის“ – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს
Next: მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება და მათი გამოწვევების მოსმენა გახლავთ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.