Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს

მარშალ პრესი 28/03/2026
varlam liparteliani

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს. შეხვედრები მომდევნო 2/3 თვის განმავლობაში ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.

კონფერენციების ფარგლებში, განიხილება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები, დაიგეგმება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები.

ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მათი მიზანია მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში.

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ახალგაზრდებისგან ყველა საჭიროებას მოისმენს, რადგან მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.

“ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ადამიანისგან მოვისმინოთ ის საჭიროებები, რაც მათ აქვთ, თუნდაც კრიტიკული იყოს ეს. ყველა მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა – რაც შეიძლება მეტი საუბარი ახალგაზრდებთან,”- აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანი.

Post navigation

Previous: თეკლა თიკანაშვილი: ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევხვდეთ ახალგაზრდებს, მოვისმინოთ მათი პრობლემები, საჭიროებები, გავეცნოთ და ერთობლივი თანამშრომლობით შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება საქართველოსთვის
Next: ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.