Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს იყო კარგად ორგანიზებული, გარედან კარგად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, უბინძურესი აქტი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – გიორგი გაბუნია 4 ოქტომბრის საქმეზე

მარშალ პრესი 27/03/2026
giorgi gabunia

სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა აქციაზე ხალხის მისაყვანად ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი ეგონა, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ამ ძალადობაში ვის რა როლი ჰქონდა, ვინ ორგანიზატორი იყო და ვინ დამხმარე, ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია.

“ეს იყო კარგად ორგანიზებული, გარედან კარგად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, უბინძურესი აქტი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იყო პრეზიდენტის სასახლეზე შეტევა, მოხდა ძალადობა. ვის რა როლი ჰქონდა ამ საქმეში, ვინ ორგანიზატორი იყო, ვინ წამქეზებელი იყო, ვინ დამხმარე იყო, ვინ უშუალო ამსრულებელი იყო, ეს უკვე არის სასამართლოს გადასაწყვეტი. როდესაც ხდება დანაშაულის დაგეგმვა და მით უმეტეს, ასეთი ორგანიზებული დანაშაულის დაგეგმვა, იქ შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი ორგანიზატორი არ იყოს ადგილზე, მაგრამ სხვა საქმეს აკეთებდეს. ეს უკვე სასამართლო გამოძიების საკითხია,” – აცხადებს გიორგი გაბუნია.

Post navigation

Previous: სახელმწიფო ამბობს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არ ჩაერევა და ასე უნდა გააკეთონ სხვებმაც, სინოდი საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა იმისთვის, რომ არავის დაექვემდებაროს
Next: ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა, სამსახურების უფროსებთან, მერის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.