Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სახელმწიფო ამბობს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არ ჩაერევა და ასე უნდა გააკეთონ სხვებმაც, სინოდი საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა იმისთვის, რომ არავის დაექვემდებაროს

მარშალ პრესი 27/03/2026
tengiz sharmanashvili

საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისთვის სახელის გატეხას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანია, დიდი ხანია, მიმდინარეობს.

„პატრიარქის სიცოცხლეშიც ხდებოდა. გახსოვთ, საპატრიარქოს ღობეებზე, კედლებსა და კარებზე წარწერებს აკეთებდნენ. უამრავი საზიზღარი გამონათქვამიც გახსოვთ. მეუფე შიოს წინააღმდეგ კამპანია მაშინაც გააჩაღეს, როცა პატრიარქმა თანამოსაყდრედ დანიშნა. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ყველაზე სტაბილურად პოპულარული ინსტიტუტი მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ბევრს არ მოსწონს და ცდილობენ, ერის შემადუღებელი ორგანიზმი მოარღვიონ, რათა ქართველ ხალხზე ზემოქმედება მარტივად შეძლონ. მათი ეს მცდელობა რამდენად წარმატებულია, ნახეთ, როცა ასიათასობით ადამიანმა თავისი პატივისცემა ეკლესიას და პატრიარქს დაუდასტურა. მათი მცდელობები ფუჭი იქნება მომავალშიც. სახელმწიფო ამბობს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არ ჩაერევა და ასე უნდა გააკეთონ სხვებმაც. სინოდი საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა იმისთვის, რომ არავის დაექვემდებაროს და საკუთარი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

Post navigation

Previous: „დიფ სთეითის“ ხელში ჰელსინკის კომისია არის გადაქცეული იმ მექანიზმად, რომ ქვეყნის დემოკრატიაზე მოხდეს თავდასხმა, რაც ელენე ხოშტარიასთან მიმართებით აშკარად ჩანს
Next: ეს იყო კარგად ორგანიზებული, გარედან კარგად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, უბინძურესი აქტი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – გიორგი გაბუნია 4 ოქტომბრის საქმეზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.