Skip to content
25/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 26/03/2026
654266209_1610363006957515_8840479010515127404_n

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან პაატა კუნჭულიასთან ერთად, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა გურიასა და ჩეხეთის პარდუბიცეს რეგიონს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს, რომელიც მოიცავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას განათლების, ტურიზმის, სპორტის, კულტურისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით.

შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა არსებული კავშირების გაფართოების კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მუნიციპალური სერვისების გაძლიერების კუთხით ჩეხეთის გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი, ასევე, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს და სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა.

Post navigation

Previous: საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე
Next: ეკა სეფაშვილი პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.