Skip to content
25/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე

მარშალ პრესი 26/03/2026
archil gorduladze

პატრიარქის ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე და ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართული კამპანია – თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “იმედის” ეთერში ისაუბრა.

პრემიერის განცხადებებზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, გარკვეული ძალების მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც ქართველი ხალხი მოუსმენს და დაეყრდნობა.

“რეალურად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა და ეს კამპანიები პერიოდულად იმართება ხოლმე.

მიზანია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა, და, როდესაც არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ასეთი მხარდაჭერა ექნება, ზუსტად მაშინ იწყება ერის დაცემა. ეს მიზანი და იდეა აქვთ იმ გარკვეულ ძალებს, რომლებსაც უნდათ, რომ საკუთარი გავლენა გაავრცელონ არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში,” – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.