Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული

მარშალ პრესი 25/03/2026
irakli kobakhidze1

ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას.

„ჩვენს საზოგადოებაში ცდილობდნენ გარდა სიძულვილისა, ყალბი იდეოლოგიის დანერგვას და ამის ნაწილი იყო პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მათ შორის კამპანიები, რომლებიც წარმოებდა ეკლესიის წინააღმდეგ, პირადად პატრიარქის წინააღმდეგ, სასულიერო პირების წინააღმდეგ. ეს კამპანიები დამარცხდა ამ დღეების განმავლობაში და ამის გამოხატულებაც იყო ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეებში. ეს დღეები იყო კონკრეული ნიშანი ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას. ეს არის ნიშანი იმისა, რომ არა მარტო სიძულვილი ვერ დაამარცხებს სიყვარულს და პირიქით იქნება აუცილებლად, არამედ ვერავითარი ყალბი იდეოლოგია ვერ დაამარცხებს საქართველოში ქრისტიანობას.

ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული. ამ კამპანიებს კიდევ ერთხელ გავიხსენებ. მიზანმიმართული იყო ეს კამპანიები, კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ზოგადად ავტორიტეტებს ებრძვიან, ეს არის დამახასიათებელი ამ იდეოლოგიისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი. თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში და დღემდე პატრიარქი, დედა ეკლესია სარგებლობდა გამორჩეული ავტორიტეტით და ამიტომ იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამ კამპანიების სწორედ ეკლესია, სასულიერო პირები, თუმცა საბოლოო ჯამში ყველამ დავინახეთ, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია ასეთი კამპანიების წარმატება ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან
Next: პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო – მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.