Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

მარშალ პრესი 25/03/2026
tamar chiburdanidze

„ის, რაც ამათ [რადიკალებმა] გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა,“ – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელსა და მედიაში რადიკალების მხრიდან წარმოებული შეურაცხმყოფელი კამპანია, რომელიც პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის გამოსვლას მოჰყვა. როგორც თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მღელვარება ზოგადად ახლავს ადამიანს მაშინ, როცა ის მაღალ პასუხისმგებლობას გრძნობს გამომსვლელების წინაშე და ეს სულაც არ არის გასაკვირი. „ზიზღმა, მტრობამ და იმას რასაც ესენი სჩადიან – ზღვარგადასულმა ბოროტებამ, იცის საკუთარი თავის განადგურება.

ეს ბოროტება უკან გიბრუნდება. უწმინდესზე იქილიკეს – ჯერ სიცოცხლეში ლანძღეს, მერე სიკვდილის შემდეგ და რა მიიღეს – ხელისუფლებას მხარდამჭერი ხალხი კიდევ უფრო მოემატა, იმიტომ, რომ ვინც მანამდე ვერ ხვდებოდა, საბოლოოდ დარწმუნდა, თუ ვინ არიან რადიკალები. რა იწერებოდა და მთელი ღამის და დღის განმავლობაში ქალბატონ თამარ ბაგრატიონზე, წარმოუდგენელია. მე საჯარო კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ და ამას ვასწავლი პოლიტიკოსებს და რიგით ადამიანებს წლების განმავლობაში. ეს არ აყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა ენაზე საუბრობდა სპიკერი. ქართულადაც რომ გამოსულიყო, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა ქალბატონ თამარს და რატომ – ეს არის საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლისას ემოციის მართვა, რაც ძალიან რთულია. გამოუცდელ კადრს კი არა, რომელსაც ამხელა ტრიბუნასთან პირველად უწევს გამოსვლა (უნდა წასულიყო, რადგან მან მიიღო მიწვევა სიტყვით გამოსვლის და ამას გვერდს ვერ აუქცევდა), გამოცდილსაც იგივე დაემართებოდა. პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა. ასეთი რამ მოსდით ადამიანებს, რომლებსაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან და იმ სიტუაციაში, სადაც ისინი გამოდიან. ამასთან, იმ დარბაზში, თავში არავინ გაივლებდა, თუნდაც ფიქრად, დაცინვას. იმ დარბაზში, ასეთი საზოგადოება არ იყო. პირიქით, როცა გულწრფელად ვერ მალავ შენს დამოკიდებულებას, უფრო მეტი პოზიტივი მოდის შენს მიმართ. ის, რაც ჩვენმა რადიკალებმა გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ
Next: ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.