Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: ცდილობენ ილია მეორე და მეუფე შიო, ერთმანეთისგან ხელოვნურად გამიჯნონ და დამოუკიდებელ, ურთიერთსაწინააღმდეგო პერსონებად წარმოაჩინონ

მარშალ პრესი 25/03/2026
tamta megrelishvili

თუ გიყვარს ილია მეორე, შეუძლებელია აძაგებდე შიოს. მიზეზი ძალიან მარტივია, თავად ილია მეორემ, სიცოცხლეშივე მკაფიოდ მიანიშნა, რომ მისი ნდობა, მისი ხმა და მისი სიმპათიები შიო მუჯირს ეკუთვნოდა – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ილია მეორე და მეუფე შიო, ერთმანეთისგან ხელოვნურად გამიჯნონ და დამოუკიდებელ, ურთიერთსაწინააღმდეგო პერსონებად წარმოაჩინონ.

„ თუ გიყვარს ილია მეორე, შეუძლებელია აძაგებდე შიოს. მიზეზი ძალიან მარტივია, თავად ილია მეორემ, სიცოცხლეშივე მკაფიოდ მიანიშნა, რომ მისი ნდობა, მისი ხმა და მისი სიმპათიები შიო მუჯირს ეკუთვნოდა.

სწორედ შიო იყო ის სასულიერო პირი, რომელსაც პატრიარქი ხედავდა ღირსეულ მწყემსად, მზადმყოფს ეკლესიის წინამძღოლის მძიმე ტვირთის სატარებლად.
ოპოზიცია, რომელიც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ყველა თემით სპეკულირებს, დღეს ილია მეორისა და მეუფე შიოს ურთიერთობის დამახინჯებულ ვერსიას ირჩევს.
ისინი ცდილობენ ილია მეორე და მეუფე შიო, ეს ორი ფიგურა ერთმანეთისგან ხელოვნურად გამიჯნონ და დამოუკიდებელ, თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო პერსონებად წარმოაჩინონ.
ოპოზიცია ცდილობს დაამტკიცოს, რომ მათ ილია მეორე უყვართ, ხოლო შიო არა, რადგან ის არ იმსახურებს პატრიარქის ტახტს.
მეუფე შიო არის პატრიარქის არჩევანი,

რაზეც მეტყველებს სინოდის 2018 წლის 21 ივნისის დადგენილება, რითაც მიტროპოლიტი შიო მუჯირი გამოცხადდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ.
მეუფე შიოს, პატრიარქის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც აქვს პატრიარქის ერთი ხმა- იყოს პატრიარქი და ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის!“ – წერს მეგრელიშვილი.

 

Post navigation

Previous: ირაკლი ქადაგიშვილი – დემოკრატიის სახელით საუბრობენ ტელევიზიების აკრძალვაზე, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკის მეინსტრიმის მიზანი დემოკრატია არ არის
Next: გადაწყვეტილება რომელიც პატრიარქმა 7 წლის წინ მიიღო გახლდათ გზავნილი საზოგადოებისთვის, გიყვართ უფალი? შეიყვარეთ მისი შვილი! გიყვართ პატრიარქი? შეიყვარეთ მისი მოსაყდრე! როდესაც ასეთი ნდობა არსებობს, ჩვენთვისაც ნათელია, ვის გვერდით უნდა ვიდგეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.