Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი – დემოკრატიის სახელით საუბრობენ ტელევიზიების აკრძალვაზე, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკის მეინსტრიმის მიზანი დემოკრატია არ არის

მარშალ პრესი 25/03/2026
irakli kadagishvili

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკის მეინსტრიმის მიზანი დემოკრატია არ არის.
ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირს სჭირდება მორჩილი ხელისუფლება და ეს არის მათი ამოცანა.

„ხელისუფლება თუ მორჩილი და მათი შეკვეთის შემსრულებელია, მაშინ იმ ხელისუფლებისთვის ყველაფერი „მოსულა“, მათ შორის, გვარამიას სატელევიზიო პოლიტიკაც იდეალური იქნება, როცა ხუთი ტელევიზია იქნება ერთ ხმაში, როგორც ამას წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ – „ახალი ამბები კეთდება აქ“. ეს არის მათი დემოკრატია. საქართველოში ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის, იმას კარგად ესმის, რა არის რეალური დემოკრატია და როგორია ფსევდოდემოკრატია, რომელსაც განსხვავებული აზრის ატანა არ შეუძლია.

ამიტომ ტელევიზიებზეც მიიტანენ იერიშს და, საერთოდ, თავისუფალ აზრზეც. ეს ხალხი რომ მიუშვა, პირჯვრის გადაწერას აკრძალავენ. ეს არის ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი, რომელიც იქამდე მიდის, რომ ტელევიზიების აკრძალვაზე დემოკრატიის სახელით საუბრობენ. ეს არის ის ბიბლიური მაგალითი, რომელიც ამ ვითარებას კარგად ეხება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელევიზიების დასანქცირებასთან დაკავშირებით საუბრისას.

Post navigation

Previous: ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა გირაოს არგადახდით საკუთარი თავი დაიპატიმრეს, გადაწყვიტეს, გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან
Next: თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: ცდილობენ ილია მეორე და მეუფე შიო, ერთმანეთისგან ხელოვნურად გამიჯნონ და დამოუკიდებელ, ურთიერთსაწინააღმდეგო პერსონებად წარმოაჩინონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.