Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიულ დღეს აღვნიშნავთ, დღეს, მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა გლოვობს, ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი – ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მყარი საფუძველი – ყველაზე ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას

მარშალ პრესი 25/03/2026
irakli kobakhidze
დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიულ დღეს აღვნიშნავთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობის მეთაურის თქმით,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  უამრავ ღვაწლს შორის ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ დედაეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის მსოფლიო დონეზე აღიარებაა.
„წელს ეს საზეიმო თარიღი ეროვნული მწუხარებითაა დაჩრდილული – გამოვეთხოვეთ ერის სულიერ წინამძღოლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის უამრავ ღვაწლს შორის ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ დედაეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის მსოფლიო დონეზე აღიარებაა.
1917 წლის 25 მარტს ავტოკეფალიის გამოცხადებით ქართველმა ერმა ისტორიული სამართლიანობა აღადგინა. თუმცა, სრულყოფილ და საბოლოო გამარჯვებამდე სწორედ პატრიარქის უდიდესმა ძალისხმევამ მიგვიყვანა.
1990 წელს, მისი დაუღალავი შრომისა და უმაღლესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგად, მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული. ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი არა მხოლოდ ეკლესიის გაძლიერების, არამედ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში.
დღეს, მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა გლოვობს, ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი – ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მყარი საფუძველი – ყველაზე ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას.
გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ პატრიარქის დატოვებულ ერთობას და მისი ხსოვნისადმი უდიდესი პატივისცემით, ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა“, –  აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

Post navigation

Previous: რატომ არის რომელიმე დასავლელი დიპლომატის ქართული “საყვარელი”, ხოლო, თამარ ბაგრატიონის ინგლისური “ქვეყნის სირცხვილი”? – ზვიად ავალიანი
Next: დანია შედის პერიოდში, როდესაც მისი პოლიტიკა განისაზღვრება არა იმდენად შიდა კონსენსუსით, რამდენადაც საჭიროებით, მანევრირება მოახდინოს გარე ძალებს შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.