Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რატომ არის რომელიმე დასავლელი დიპლომატის ქართული “საყვარელი”, ხოლო, თამარ ბაგრატიონის ინგლისური “ქვეყნის სირცხვილი”? – ზვიად ავალიანი

მარშალ პრესი 25/03/2026
zviad avaliani

გამაგებინეთ, რატომ არის, მაგალითად, ბრიტანეთის ელჩის ან სხვა რომელიმე დასავლელი დიპლომატის ქართული “საყვარელი”, ხოლო თამარ ბაგრატიონის ინგლისური “ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრა”? როცა ევროპელი დიპლომატები ქართულად გველაპარაკებიან, არასდროს დაბნეულან, არასდროს “აჭრილან” და საერთოდ, არც ერთ მომენტში არ გაგჩენიათ განცდა, რომ უბრალოდ არ გესმით ეს კაცი (თუ ქალი) რას ამბობს? – წერს ჟურნალისტი, ზვიად ავალიანი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ეპიზოდოდი იყო ერთი პატარა უხერხულობა, რითაც სავსეა საერთაშორისო ცხოვრება და უსაშველო საშინელებად არ უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან, ქვეყნის სამსახურის დროს პროტოკოლური შეცდომის დაშვება ტრაგედია არ არის.

“თამარ ბაგრატიონს ჩემი დაცვა არ ჭირდება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც ვაპირებ – პირდაპირ ვიტყვი, რომ როცა თარგმანის შესაძლებლობა არსებობს, ჩემი აზრით, ყოველთვის ჯობია მშობლიურ ენაზე ისაუბრო, თუნდაც ოქსფორდის რომელიმე ქუჩაზე იყო გაზრდილი…
მაგრამ!
გამაგებინეთ, რატომ არის, მაგალითად, ბრიტანეთის ელჩის ან სხვა რომელიმე დასავლელი დიპლომატის ქართული “საყვარელი”, ხოლო თამარ ბაგრატიონის ინგლისური “ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრა”?

როცა ევროპელი დიპლომატები ქართულად გველაპარაკებიან, არასდროს დაბნეულან, არასდროს “აჭრილან” და საერთოდ, არც ერთ მომენტში არ გაგჩენიათ განცდა, რომ უბრალოდ არ გესმით ეს კაცი (თუ ქალი) რას ამბობს?

კარგით ახლა! ბოლოს და ბოლოს, ის განცდა მაინც არ გაგჩენიათ, რომ ეს ადამიანი მთლად “ვერა-ვაკელი” არ უნდა იყოს?
ვინც თვლით, რომ ელჩს ქართული საერთოდ არ მოეთხოვება და მადლობელი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დრო დაუთმო ჩვენი ენის შესწავლას, თქვენთვის ერთი ცუდი ამბავი მაქვს – არც საქართველოს მოქალაქე არის ვალდებული ქართულივით იცოდეს ინგლისური ენა.

მე არ ვიცი ვინ მიიღო გადაწყვეტილება რომ სიტყვით გამოსვლა ინგლისურ ენაზე უნდა წარმართულიყო ან რა იყო მისი მოტივაცია: შესაძლოა ეს თავად ქ-ნმა თამარმა გადაწყვიტა იმ მიზნით, რომ პატივისცემა გამოეხატა მასპინძელი ქვეყნის მიმართ ან ანგარიში გაეწია “დე-ფაქტო” საერთაშორისო ენის ფენომენისთვის.

შესაძლოა მას სურდა ამ “დე ფაქტო საერთაშორისო ენის” მეშვეობით უფრო უშუალო კომუნიკაციაში და კონტაქტში შესულიყო იქ დამსწრე საზოგადოებასთან, რაც ამჯერად კარგად ვერ განახორციელა… თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს ეპიზოდოდი იყო ერთი პატარა უხერხულობა, რითაც სავსეა საერთაშორისო ცხოვრება და არავითარ შემთხვევაში რამე უსაშველო ტრაგედია ან საშინელება.

როგორც ერთმა ფეისბუქ მეგობარმა გუშინ დაწერა, ტრაგედია არის სხაპა-სხუპით ქვეყნის ღალატი.

ქვეყნის სამსახურის დროს პროტოკოლური შეცდომის დაშვება ტრაგედია არ არის. და საერთოდ, ამ პოსტს დავასრულებდი კიდევ ერთი ფეისბუქ-მეგობრის სიტყვებით: ნეტა ამაზე უფრო დიდი შეცდომა არასდოს დაეშვათ და ამის მეტი არაფერი დაეშავაბინოთ ოფიციალურ პირებს მთელს მსოფლიოში. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,” – წერს ავალიანი.

Post navigation

Previous: თქვენთვის მანიაკი სააკაშვილი სჯობს და “შობლიური“ სალომე გიყვართ, ჰოდა გყავდეთ – ლიზა გეგეჭკორი
Next: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიულ დღეს აღვნიშნავთ, დღეს, მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა გლოვობს, ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი – ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მყარი საფუძველი – ყველაზე ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.