Skip to content
16/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიქტორ ჯაფარიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობა იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო

მარშალ პრესი 20/03/2026
649503271_4410939162514094_9125517014480641936_n

„დიდი მადლობა იმ 49 წლისთვის, რომელიც მან, როგორც საჭეთმპყრობელმა დიდი რუდუნებით ატარა, ეს იყო საქართველოში მართლმადიდებლობის აღირძინების საუკეთესო წლები, თუმცა ეს არ იყო იავარდით მოფენილი გზა,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ რეგიონული ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ამ პოსტით იმ ღვაწლს უსვამს ხაზს, რაც ქვეყნისა და ერისა წინაშე პატრიარქს მიუძღვის. „მეორე დღეა მთელი ქვეყნიდან მოდიან მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში ჩვენი პატრიარქის ილია II -ის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. ვიღებთ სამძიმრებს ჩვენი არაქრისტიანი თანამემამულეებისგანაც, რომლებიც ჩვენს უსაზღვრო მწუხარებას ჩვენთან ერთად იზიარებენ. ამ მძიმე წუთებში ძნელია სრულად შეაფასო ჩვენი სულიერი მამის ღვაწლი დედა ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს წინაშე. დიდი მადლობა იმ 49 წლისთვის, რომელიც მან, როგორც საჭეთმპყრობელმა დიდი რუდუნებით ატარა, ეს იყო საქართველოში მართლმადიდებლობის აღირძინების საუკეთესო წლები, თუმცა ეს არ იყო იავარდით მოფენილი გზა.

მხოლოდ 9 აპრილისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, კონფლიქტის ზონიდან ჩვენი გმირი ჯარისკაცების გადმოსვენების გახსენებაც საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რა რთულ და გამოწვევებით სავსე ეპოქაში მოუწია მას, როგორც სულიერ ლიდერს, ემართა და გაეძლიერებინა დედა ეკლესია. დღეს, ძალიან შთამბეჭდავი იყო პატრიარქის ნათლულების მარში, მძიმე დემოგრაფიული სურათის ფონზე, მისი ეს ინიციატივა ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმის, რამდენად დიდი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სულიერი მამა გვყავდა. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობა იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო,“ – წერს ვიქტორ ჯაფარიძე.

Post navigation

Previous: აზერბაიჯანის პრემიერმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოგზავნა
Next: Puma-მ რუსეთში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.