Skip to content
17/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აზერბაიჯანის პრემიერმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოგზავნა

მარშალ პრესი 19/03/2026
ali asadov
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის სამძიმრის წერილი მიიღო.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ილია მეორის მნიშვნელოვან წვლილს ორი ქვეყნის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში და საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი ეპოქის გავლენიანი სასულიერო მოღვაწის, ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.
მისმა უწმინდესობამ ილია II-მ თავისი ცხოვრება მიუძღვნა საკუთარი ხალხისა და უნივერსალური ადამიანური ღირებულებების ერთგულ მსახურებას. კავკასიის რეგიონში მშვიდობის, ერთობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობით, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მან მილიონობით ადამიანის დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
მისმა უწმინდესობამ ილია ll-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში.
ამ მძიმე დანაკლისთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას, სრულიად საქართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას”, – აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: ეპოქა არ დასრულებულა — ის, რაც ილია მეორემ შექმნა, გაგრძელდება ძალიან დიდხანს
Next: ვიქტორ ჯაფარიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობა იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.