Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვართ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას ამ ადამიანებისგან, რომლებიც მუდმივ რეჟიმში საბოტაჟს აწარმოებენ, პოლარიზაციას ასპონსორებენ გარედან და სიძულვილს თესენ მიზანმიმართულად სახელმწიფოს, ეკლესიის მიმართ, ასეთ პირობებში იოლი არ არის წარმატების მიღწევა, თუმცა ჩვენ საბოლოო ჯამში ვახერხებთ სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნებას

მარშალ პრესი 17/03/2026
irakli kobakhidze

ჩვენ ვართ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში, ვიცავთ საკუთარ თავს და პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას ამ ადამიანებისგან, რომლებიც მუდმივ რეჟიმში საბოტაჟს აწარმოებენ, საუბარი მაქვს კონკრკეტულ პოლიტიკურ ძალებზე, რაც იოლი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლარიზაციას ასპონსორებენ გარედან და სიძულვილს თესავენ მიზანმიმართულად ქვეყნის გარედან სახელმწიფოს, ეკლესიის, ყველაფერი წმინდის მიმართ.

„რაც შეეხება სახელმწიფოებრივ საქმეებს, ჩვენ ვახერხებთ, რომ მიუხედავად ამხელა ზეწოლისა, ამ კატასტროფული ზეწოლისა, პირდაპირ ომში გვითრევდნენ, პირდაპირ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას. მერე სრულიად უსამართლოდ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, მერე გამჭვირვალობის კანონს დაარქვეს რუსული კანონი და ამ ყველაფერში თქვენც იყავით ჩართული. ამ ყველაფრის მიუხედავად ქვეყანა ძლიერდება, ეკონომიკურად იზრდება, პოლიტიკურად ძლიერდება, სუვერენიტეტს იმყარებს, ეს არის ჩვენ რასაც ვაკეთებთ და რასაც ვიღაცები დაუპირისპირდნენ თავის დროზე.

ვითარება არის ასეთი, ჩვენ ხომ არ დაგვიწყია რადიკალიზმი ამ ქვეყანაში, თქვენ იცით, ეს ყველაფერი როგორ დაიწყო, როგორ გრძელდება, ვინ უჭერს ამ ყველაფერს მხარს, ვინ არ აღიარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ვინ არ აღიარა 2024 წლის არჩევნები, ვინ არ შემოვიდა პარლამენტში, რამდენი უბედურება გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ვინ უცხადებდა საბოტაჟს სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად იყო შექმნილი და აღარ მინდა გავაგრძელო. ეს ხომ ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ ვართ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში და ვიცავთ საკუთარ თავს და პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას ამ ადამიანებისგან, რომლებიც მუდმივ რეჟიმში საბოტაჟს აწარმოებენ საუბარი მაქვს კონკრკეტულ პოლიტიკურ ძალებზე, რაც იოლი არ არის.

ასეთ პირობებში რთულია პოლარიზაციის შემცირება. პოლარიზაციას ასპონსორებენ გარედან და სიძულვილს თესავენ მიზანმიმართულად ქვეყნის გარედან სახელმწიფოს, ეკლესიის მიმართ ყველაფერი წმინდის მიმართ, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა. ასეთ პირობებში იოლი არ არის წარმატების მიღწევა, თუმცა ჩვენ საბოლოო ჯამში ვახერხებთ სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნებას. რაც შეეხება პატიმრებს, სამწუხაროდ ეს ახალგაზრდები კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა გაწირეს დანაშაულისთვის, შესაბამისად სასჯელისთვის და გაიპარნენ თავად ბრძოლის ველიდან, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ საზოგადოების წინაშე, რომ მთავრობა მუშაობს სუფთად და არ უშვებს არცერთ კორუფციულ ფაქტს
Next: არავის უნდა გაუკვირდეს, რომ როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის ბიზნესის გათავისუფლება, არსებობს მმართველი პარტიის დაფინანსების ინტერესი – დღეს ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის დაფინანსება, თუ ამის სურვილი აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.