Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ საზოგადოების წინაშე, რომ მთავრობა მუშაობს სუფთად და არ უშვებს არცერთ კორუფციულ ფაქტს

მარშალ პრესი 17/03/2026
irakli kobakhidze

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ საზოგადოების წინაშე იმასთან დაკავშრებით, რომ მთავრობა მუშაობს სუფთად და არ უშვებს არც ერთ კორუფციულ ფაქტს,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დებატების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დებატების თემა იყო ძალიან საინტერესო, საქმე ეხებოდა კორუფციას და ასეთ ცხელ თემებზე ძალიან მნიშნელოვანია პოლიტიკური დებატების ფართოდ გაშლა, რადგან საზოგადოებას არ უნდა დარჩეს არავითარი კითხვის ნიშანი, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება საქმე,

„ჩვენ დავსვით ერთი მარტივი საკითხი – თუ რაიმე ფაქტი იქნება კორუფციასთან დაკავშირებით, მზად ვართ, ნებისმიერი ერთი ფაქტი განვიხილოთ და აუცილებლად გვექნება რეაგირება. საბოლოო ჯამში, დებატებშ გამოვლინდა, რომ დღეის მდგომარეობით, მთავრობის გასული 2 წლის საქმიანობას თუ ავიღებთ, ჩვენს ოპონენტებს არ ჰქონდათ არც ერთი ფაქტი კორუფციასთან დაკავშირებით, რაც არის იმის დასტური, რომ ჩვენ ვმუშაობთ სუფთად და ვფიქრობ, ეს არის ის მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება საზოგადოებამ გამოიტანოს ამ დებატებიდან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ევროკომისიის პრესსპიკერმა, კითხვაზე, რა სახის დარღვევა ხდებოდა ყულევში, განაცხადა, რომ არ გააჩნია შემთხვევის დეტალები, მაგრამ, “როგორც წარმოუდგენია, ასე ხდებოდა”
Next: ჩვენ ვართ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას ამ ადამიანებისგან, რომლებიც მუდმივ რეჟიმში საბოტაჟს აწარმოებენ, პოლარიზაციას ასპონსორებენ გარედან და სიძულვილს თესენ მიზანმიმართულად სახელმწიფოს, ეკლესიის მიმართ, ასეთ პირობებში იოლი არ არის წარმატების მიღწევა, თუმცა ჩვენ საბოლოო ჯამში ვახერხებთ სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.