Skip to content
08/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პეტერ ფიშერმა ფეხქვეშ გათელა ყველა ის ნორმა და საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია. თითოეული მისი განცხადება არის პარტიული განცხადება. ეს არის ადამიანი, რომელიც ნაცებთან ერთად არ ტოვებს შანს რიტორიკულად თუ ქმედებით ჩვენს ქვეყანას მიაყენოს ზიანი

მარშალ პრესი 16/03/2026
irakli kircxalia

პეტერ ფიშერის მდგომარეობა საკმაოდ ტრაგიკულია ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კირცხალია გერმანიის ელჩს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის არ მოქმედებს დიპლომატიური ნორმების შესაბამისად. მისივე თქმით, ელჩის განცხადებები პარტიული და პოლიტიკურად მიკერძოებულია.

„დაველოდოთ, მას სულ რაღაც რამდენიმე თვე დარჩა ამ ქვეყანაში დიპლომატიური მოღვაწეობის. ნამდვილად რთულია ასეთ ადამიანზე და ამ პიროვნებაზე თქვა დიპლომატიური, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა ის ნორმა, ყველა ის საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია. დავანებოთ თავი ვენის კონვენცია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დახია. თითოეული მისი განცხადება არის პარტიული განცხადება. პირობითად გვარამია და პირობითად ფიშერი ერთი რიტორიკით გვესაუბრებიან და ესაუბრებიან ჩვენს ხალხს. ეს არის ადამიანი, რომელიც ნაცებთან ერთად არ ტოვებს შანს რიტორიკულად თუ ქმედებით ჩვენს ქვეყანას მიაყენოს ზიანი. პეტერ ფიშერი ჩვენთვის არ არის გერმანია და როგორც სხვადასხვა პოლიტიკური ელიტის დღევანდელი წარმომადგენლები ჩვენთვის არ არის ევროპა. თუნდაც, ~ ბრიტანეთში დღევანდელი მმართველი ელიტა როგორ არ არის დიდი ბრიტანეთი და მისი ისტორიული კულტურა, დემოკრატიული ფასეულობები და საწყისები, რომელიც ეტალონი იყო მთელი მსოფლიოსთვის“ – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის და ვერც როსტოვის, როდესაც 14 დღეში, ერთი ექსპერტი წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე
Next: კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.