Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა

მარშალ პრესი 17/03/2026
irakli kobakhidze1

ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე, ჩვენ შემოვიღეთ პრაქტიკა, რომ აუქციონის გარეშე არაფერი არ იყიდება, ამ კაცმა 1 ლარად წაიღო მთელი აგრარული უნივერსიტეტი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2-ზე“ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კორუფცია ხელოვნების დონემდე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას იყო ასული.

„რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლის მაგალითად ბატონი კახა ბენდუქიძის მოყვანას, საერთოდ არ შევეხებოდი, ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ ერთ რამეს აუცილებლად ვიტყვი, რომ ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე. ჩვენ შემოვიღეთ პრაქტიკა, რომ აუქციონის გარეშე არაფერი არ იყიდება. ამ კაცმა 1 ლარად წაიღ მთელი აგრარული უნივერსიტეტი. დღეს იმაზე ლაპარაკობენ, რომ როგორ შეიძლება, რაღაც ოპტიმიზაცია განხორციელდეს. საერთოდ, სახელმწიფომ დაკარგა აგრარული უნივერსიტეტი, 1 ლარად წაიღო ადამიანმა, რომელიც თვითონ მინისტრი იყო.

თავის თავს მიჰყიდა ერთ ლარად. ბატონი ნიკა ობოლაძე რომ საუბრობდა, თითქოს ჩვენ ხელოვნების დონემდე ავიყვანეთ კორუფცია, ხელოვნების დონემდე ასული კორუფცია იყო თქვენი ყოფილი პარტიის ქვეშ ჩამოყალიბებული. კონკრეტულმა მინისტრმა თავის თავს მიჰყიდა ერთ ლარად „ნაცმოძრაობის“ დროს, თქვენ რომ პარტიის წევრი იყავით, აგრარული უნივერსიტეტი. სახელმწიფო ქონება დაიკარგა სახელმწიფოს მხრიდან. სადაც არ წავედით, ერთი მიწის ნაკვეთი იყო ბაზალეთზე, ალტ-ინფო ჩვენ გვადანაშაულებდა ამ მიწის გასვისებაზე უცხოელებზე. მივადექით და აღმოჩნდა, აქაც ელოვნების დონემდე აყვანილი კორუფცია. მისცეს ეს მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ მაუწყებელს. რა შუაში იყო, საერთოდ რად უნდოდა, ფიქტიური გარიგება. საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცეს მიწის ნაკვეთ, რომელმაც ეს მიწის ნაკვეთ მიჰყიდა კახა ბენდუქიძეს. ასევე ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გვინდოდა პარკის მოწყობა, მივადექით, ვისი საკუთრებაა – კახა ბენდუქიძის. მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა. ჩვენ ამ მაგალითს გამეორება, რა თქმა უნდა, არ გვინდა. დღეს არათუ მინისტრი ვერ მიჰყიდის თავის თავს 1 ლარად სახელმწიფო ქონებას, აუქციონის გარეშე ვერც ერთი ქონება ვერ გაიყიდება და სწორედ ეს არის რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: პეტერ ფიშერმა ფეხქვეშ გათელა ყველა ის ნორმა და საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია. თითოეული მისი განცხადება არის პარტიული განცხადება. ეს არის ადამიანი, რომელიც ნაცებთან ერთად არ ტოვებს შანს რიტორიკულად თუ ქმედებით ჩვენს ქვეყანას მიაყენოს ზიანი
Next: დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები, უკვე შედეგიც სახეზეა – არსებითად გაზრდილია ინტერესი კერძო კომპანიების მხრიდან, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში – ნეპოტისტური პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, მოვახერხეთ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში 60 მლნ ლარის დაზოგვა წლიურ ჭრილში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.