Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციიდან აკონტროლებს ყველა უწყებას და მის გარეშე არ გადის არც ერთი შესყიდვა და პრივატიზაცია

მარშალ პრესი 16/03/2026
irakli kobakhidze

სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციიდან აკონტროლებს ყველა უწყებას და მის გარეშე არ გადის არც ერთი შესყიდვა და პრივატიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა უწყებებიც ასე მუშაობს და ერთმანეთს აკონტროლებენ შესაბამისი უწყებები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები კორუფციასთან ბრძოლაზე.

„რაც შეეხება ინსტიტუტების დეპოლიტიზებას, ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც მაგალითად, ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციიდან აკონტროლებს ყველა უწყებას და მის გარეშე არ გადის არც ერთი შესყიდვა და პრივატიზაცია, ანტიკორუფციულ ფილტრს გადის ეფექტიანობის დეპარტამენტიდან. სხვა უწყებებიც ასე მუშაობს და რაც მთავარია, ერთმანეთს აკონტროლებენ შესაბამისი უწყებები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები კორუფციასთან ბრძოლაზე. სწორედ ეს არის დეპოლიტიზაციის საუკეთესო ინსტრუმენტი, კარგი გაგებით“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია: ევროპარლამენტის დერეფნებში 99%-ს რომ ჰკითხო სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ
Next: ჩვენ ვთავაზობთ აშშ-ს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას, პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.