Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ევროპარლამენტის დერეფნებში 99%-ს რომ ჰკითხო სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ

მარშალ პრესი 16/03/2026
irakli kircxalia

თუ სადმე დემოკრატიის უკუსვლაა, თუ სადმე ღირებულებითი უკუსვლაა, ეს არის სწორედ „დიფ სთეითის“ ის მანქანა, რომელიც ასე მძვინვარებს დღეს ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში, თუ რეალურად რა რეაქციები აქვს იქ საზოგადოებას, მათი ამ არასწორი მმართველობის გამო – განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ობიექტურობის მოლოდინი არ აქვს.

„როდესაც ჩალის ფასად ქცეულ რეზოლუციებზე ვსაუბრობთ, ევროპარლამენტის დერეფნებში 99%-ს რომ ჰკითხო სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ.
დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე დაუკვირვებლად, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ დღის წესრიგში შეცურებული რეზოლუციებითა თუ განცხადებებით შემდეგ ხდება, აქაური აგენტურის მხრიდან კვირიდან კვირამდე თუ თვიდან თვემდე ციფრებით მანიპულაცია; იმ ჯგუფების მიერ, რომელი ჯგუფებიც პირდაპირ იდენტიფიცირებული არიან, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივი და ამას ისინი ბოლო წლებია, არ მალავენ და ღიად, მოურიდებლად აცხადებენ“- განაცხადა კირცხალიამ.

 

Post navigation

Previous: 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ, ეს შედეგები კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებშია გამოხატული
Next: სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციიდან აკონტროლებს ყველა უწყებას და მის გარეშე არ გადის არც ერთი შესყიდვა და პრივატიზაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.