Skip to content
10/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ყალბი, თუ ნამდვილი

მარშალ პრესი 16/03/2026
irakli kobakhidze2

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ყალბი, თუ ნამდვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა აცხადებს, რომ იბრძვის კორუფციასთან და მზად არის, კორუფციის ნებისმიერ შემთხვევაზე ჰქონდეს რეაგირება.

„ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც ნახავთ კორუფციას. დღეს ჩვენ მარტო ვიბრძვით კორუფციის წინააღმდეგ. არავინ არ გვეხმარება. ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვიბრძვით კორუფციასთან და მზად ვართ, კორუფციის ნებისმიერ შემთხვევაზე გვქონდეს რეაგირება. მოგვაწოდეთ კორუფციის თუნდაც ერთი ფაქტი, სადაც ლიცენზია ან ნებართვა გაიცა უკანონოდ, ქრთამის სანაცვლოდ. მოგვაწოდეთ ერთი ფაქტი, სადაც პრივატიზაცია განხორციელდა და სახელმწიფომ იმაზე ნაკლები მიიღო, ვიდრე უნდა მიეღო. მოგვაწოდეთ ერთი ფაქტი, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაო უნდა დამჯდარიყო, მაგალითად, მილიონი და დაჯდა 1 მლნ 50 000. ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ. ამას რომ ვკითხულობთ და ამაზე პასუხი არ არის და არის ზოგადი განცხადებები, ეს გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზას ვადგავართ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ იმაზე, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი ბრძოლა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ რაც ურო მეტად დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირს, რაც მეტ ვალდებულებას შეასრულებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მით უფრო გაიზრდება ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობა.

„რაც შეეხება ლიცენზია-ნებართვებს და ტირანიასთან ამის შედარებას, ლიცენზია-ნებართვები რომ ნახოთ ევროკავშირში, საითკენაც ყველა მივისწრაფვით, ორმაგი და სამმაგია ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობა. მაშინ გამოდის, რომ არც ევროკავშირი გვინდა და არც რაიმე ამდაგვარი. რეალურად, რაც ურო მეტად დავუახლოვდებით ევროკავშირს, რაც მეტ ვალდებულებას შევასრულებთ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მით უფრო გაიზრდება ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობა. ეს არის გარდაუვალი, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი არჩეული“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: კირცხალია „მოსკოვის მექანიზმზე“- ეს ნაკარნახევია იმ ვიწრო პოლიტიკური ანგაჟირებით, რომელსაც დღეს წარმოადგენს ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ აპელირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომელი ხელისუფლებაც რეზოლუციას ავტორობდა, სადაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული
Next: 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ, ეს შედეგები კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებშია გამოხატული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.