Skip to content
19/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კირცხალია „მოსკოვის მექანიზმზე“- ეს ნაკარნახევია იმ ვიწრო პოლიტიკური ანგაჟირებით, რომელსაც დღეს წარმოადგენს ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ აპელირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომელი ხელისუფლებაც რეზოლუციას ავტორობდა, სადაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული

მარშალ პრესი 16/03/2026
irakli kircxalia2

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში შეაფასა და მას სამარცხვინო დასკვნა უწოდა.

მისი თქმით, ეს იყო ვიწრო პოლიტიკური ანგარებით შედგენილი ის დასკვნა, როგორიც არის ყველა ის რეზოლუცია და განცხადება მათი მეგობრების მხრიდან.

„რაც შეეხება თითოეულ იმ მიმართულებას, იმ ცრუ ფაქტს, რომელიც ამ დასკვნაშია მოყვანილი, ამას სერიოზულად ვერ შეხედავ. ეს ნაკარნახევია იმ ვიწრო პოლიტიკური ანგაჟირებით, რომელსაც სამწუხაროდ დღეს წარმოადგენს თუნდაც ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ აფილირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომელი ხელისუფლებაც რეზოლუციას რეზოლუციაზე ავტორობდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული. ეს ერთი მხარეა, შემდეგ ჩვენი კითხვები იმ 100 გვერდიან დოკუმენტში. საერთოდ არც გადაუკითხავთ და ისე მოაბრუნეს ეს პასუხი.

ეს მეტყველებს დამოკიდებულებებზე. დამოკიდებულებებზე, რომელიც არახალია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის.
როდესაც გესაუბრებიან ევროპული ღირებულებების სახელით და ფასეულობებით, გესაუბრებიან ბრიუსელის სახელით ევროკავშირის დროშას ამოფარებული და გეუბნებიან, რომ თურმე ოჯახური ღირებულებების დაცვა ევროპული გზა არ ყოფილა, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა თურმე დასაშვები უნდა იყოს და ეს ევროპულია, როდესაც იუსტიციის სახლში უნდა მიბრძანდეს თურმე საქართველოს მოქალაქე და თავის შეხედულებით გადაიკეთოს სქესი, ეს თურმე პროევროპულია, თურმე გამჭვირვალობა არ არის ევროპული. თურმე, ლომჯარია და გიგაურმა უნდა მიიღოს ასობით მილიონი დოლარი თუ ევრო აქ ქვეყნის გადასატრიალებლად და რევოლუციური სცენარებისთვის. თითოეული მიმართულება არის გაცამტვერებული. ეს იყო ვიწრო პოლიტიკური ანგარებით შედგენილი ის დასკვნა, როგორიც არის ყველა ის რეზოლუცია და განცხადება მათი მეგობრების მხრიდან“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: როგორც ჩანს, გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები ჩვენი ქვეყნის დამცავი ის ორი სამართლებრივი მექანიზმია, რომლებიც რეალურად აწუხებთ ევრობიუროკრატებს და საშუალებას არ აძლევთ, განახორციელონ თავიანთი ზრახვები საქართველოს მიმართ
Next: ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ყალბი, თუ ნამდვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.