Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპული ინტეგრაცია თავისთავად რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ჩვენი მხრიდან რაც დღეს მოგვეთხოვება, ესაა ყველას დავანახოთ, შეგვიძლია, დავსხდეთ და საქმიანად ვიმუშაოთ

მარშალ პრესი 01/07/2022
ირაკლი ჩიქოვანი

ევროპული ინტეგრაცია თავისთავად რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ჩვენი მხრიდან რაც დღეს მოგვეთხოვება, ხელისუფლების, ოპოზიციის მხრიდან, ესაა ყველას დავანახოთ, რომ ამ საკითხის მიმართ არა მხოლოდ სიტყვებით, ცხარე განცხადებებითა და ბაქიბუქით ვართ გამორჩეულები, არამედ შეგვიძლია დავსხდეთ და საქმიანად ვიმუშაოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ საქმიანი მუშაობა უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდებს.

ჩიქოვანის განმარტებით, თუმცა, ქვეყანაში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციის საკითხზე „მოსახლეობის ემოციის გარდასახვას გარკვეულ დესტრუქციაში ცდილობს.

„ზუსტად ეს ადამიანები არიან დესტრუქციის მატარებლები და წლებია ცდილობენ, მაქსიმალური დესტრუქცია შეიტანონ ქვეყნის ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

იმედს ვიტოვებ, რომ ადამიანები დაინახავენ, რომ ზოგ-ზოგიერთები, რომლებიც ამოფარებული არიან ევროკავშირის დროშას, რეალურად მათი სამიზნე არა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაა, არამედ ძალაუფლებისადმი ლტოლვა. ეს ცალკე გადავდოთ – ახლა არ მინდა, გადავიდე ამ დებატში.

დებატში რაც ჩვენ შეგვილია ვისაუბროთ, ეს არის კონკრეტული კანონები, გადაწყვეტილებები და ერთად დასანიშნი კონკრეტული თანამდებობების პირები. იქნება ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ომბუდსმენი, თუ სხვა. ამ საკითხებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს მზაობა, ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი მუშაობის. საქმიანი მუშაობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთს დავანახოთ, რომ შეგვიძლია ერთად მუშაობა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუ მათ ამისთვის ექნებათ წინადადებები, პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ამის ასახვაც მოხდება“, – დასძინა ჩიქოვანმა.

Post navigation

Previous: კელი დეგნანი: ცოტა იმედგაცრუებულები დავრჩით იმით, რომ გუშინდელმა ინციდენტმა გადაფარა ძალიან პოზიტიური ღონისძიება
Next: 3 ივლისის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის სული პარლამენტთან იხეტიალებს – ყველაზე გრძელი კრიმინალი ექსპრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.