Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი იქნება. მეორეს მხრივ, ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის

მარშალ პრესი 16/03/2026
shalva papuashvili

საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენ გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. მეორეს მხრივ, მაინც ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, ჩვენ მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან მედიასთან საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს მოლოდინი, თუმცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ამჯერად კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს ელიან.

„ფაქტია, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით USAID-თან დაკავშირებით, ამერიკული ფულით საქართველოში ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ცვლილებების ხელშეწყობაზე, ეს ყველაფერი დაადასტურა თავად ტრამპის ადმინისტრაციამ. დახურა ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ჩართული იყვნენ ამგვარ მავნებელ საქმიანობაში. მეორე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით არაფორმალურ მმართველობაზე, ესეც დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ და ფაქტობრივად ტრამპი თავის პოლიტიკურ მტრებად აცხადებს იმ ძალებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მტრობენ საქართველოს. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, რომ ვერ ვხედავთ აქტიურ ნაბიჯებს, ეს გარკვეულწილად სამწუხაროა. თუმცა, ის მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მჭიდრო კონტაქტები და ურთიერთობების გადატვირთვა, მაგრამ ჩვენ ველით ამჯერად ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: სერიოზულად უნდა მივიღოთ რეკომენდაცია, როდესაც ზელენსკი და სანდუ – ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!
Next: დავით ქაცარავას თქმით, უჩა ნანუაშვილი წინასწარ დაჰპირდა, რომ „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მოწმედ გამოიკითხებოდა – ქაცარავას წამოცდენა ადასტურებს, რომ გამოსაკითხ პირთა სიას კოორდინაციას, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნანუაშვილი უწევდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.