Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სერიოზულად უნდა მივიღოთ რეკომენდაცია, როდესაც ზელენსკი და სანდუ – ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!

მარშალ პრესი 16/03/2026
shalva papuashvili

სერიოზულად უნდა მივიღოთ [რეკომენდაცია], როდესაც უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლება – ზელენსკი და სანდუ – ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რომელია ის რეკომენდაციები, რის შესრულებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს „მოსკოვის მექანიზმიდან“.

„მოგიყვანთ მაგალითებს და ერთად ვიმსჯელოთ. ერთი რეკომენდაცია არის, რომ საქართველოს პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებმაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, სარჩელი გამოვიტანოთ. თუ შევხედავთ ამ რეკომენდაციას რომელმა ქვეყნებმა დაუჭირა მხარი, ეს არის უკრაინა, რომელსაც ბოლო სამ წელიწადში 22 პარტია აქვს გაუქმებული, მოლდოვამ, რომელსაც სამი პარტია აქვს გაუქმებული, თანაც არჩევნებამდე ორი დღით ადრე. ახლა მითხარით, სერიოზულად უნდა მივიღოთ [რეკომენდაცია], როდესაც უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლება – ზელენსკი და სანდუ – ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!

უკრაინამ ისე გააუქმა, რომ ეს გააკეთა მთავრობამ და მერე იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო მოლდოვაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე საარჩევნო კომისიას ჩაახსნევინეს მათთვის არასასურველი ორი პოლიტიკური პარტია. როდესაც ზელენსკი და სანდუ ჭკუას გვასწავლიან პარტიებთან დაკავშირებით, ესეც ხომ აჩვენებს რამხელა ფარისევლური არის მთლიანად პროცესი, რომელიც ჩანს, რომ კოორდინირებული იყო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა.

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.

ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.

Post navigation

Previous: ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილე რომეო მიქაუტაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა და ქონება ჩამოერთვა
Next: საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი იქნება. მეორეს მხრივ, ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.