Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტარების ეს სამარცხვინო ნაწილი სრული სერიოზულობით მართავს დებატებს საქართველოს შესახებ, იღებს აბსურდულ, დამცინავ რეზოლუციებს და ჭკუას გვარიგებს ქართველებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ

მარშალ პრესი 15/03/2026
levan machavariani

სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტარების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური რეალობის აღქმაც ბოლომდე დაკარგული აქვთ. თუმცა, რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა, – წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

მაჭავარიანის განცხადებით, სწორედ ევროპარლამენტართა ეს კონკრეტული სამარცხვინო ნაწილი იღებს აბსურდულ რეზოლუციებს საქართველოსთან დაკავშირებით და „მზრუნველი სახეებით მსჯელობენ“ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ამ დროს კი არც იციან საქართველოს ადგილმდებარეობა.

„კარგია, რომ ის მითი, თუ პოლიტიკოსი დასავლელია, ე.ი აუცილებლად სიმართლეს საუბრობს, არასდროს არ ცდება, არასდროს არ იტყუება და აპრიორში წესიერი და ყოვლისმცოდნეა, რამდენიმე წელია დაიმსხვრა ჩვენს ქვეყანაში. ეს მითი განსაკუთრებით ევროპელ პოლიტიკოსებზე – ევროპარლამენტარებზე ვრცელდებოდა.

სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტარების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური რეალობის აღქმაც ბოლომდე დაკარგული აქვთ. თუმცა, რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა. გეოგრაფია, რომ სკოლაში არ აინტერესებდა გასაგებია, მაგრამ ამხელა ომის ფონზე მაინც ხომ უნდა დაინტერესებულიყო ირანის ლოკაციით?! გამოდის, რომ არც მინიმალური ცოდნა-კომპეტენცია აქვს და არც მიმდინარე პროცესების ინტერესი?!
ევროპარლამენტარების ეს სამარცხვინო ნაწილი სრული სერიოზულობით მართავს დებატებს საქართველოს შესახებ, იღებს აბსურდულ, დამცინავ რეზოლუციებსა და ჭკუას გვარიგებს ქართველებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. ისინი გამოდიან მოწოდებებით, სერიოზული და მზრუნველი სახეებით „მსჯელობენ“ ჩვენს სამშობლოსთან დაკავშირებით. საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა ქართველებზე და რა თქმა უნდა, არც საქართველოს ადგილმდებარეობა იციან.

ვისთვისაც, ევროპარლამენტარების რეზოლუციები მნიშვნელოვანია, უკვე დროა …“- წერს ლევან მაჭავარიანი.

Post navigation

Previous: ჩვენდა სამწუხაროდ მედიასაშუალებებით, სოციალური ქსელებით, დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და აქტივისტებით ცდილობენ რაღაც ნაწილის დამორჩილებას
Next: მიხეილ ყაველაშვილი აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენაზე: როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ, გულწრფელები ვართ და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვეძებოთ, სად გადაიკვეთება ჩვენი ინტერესები ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე. ეს პროცესი დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.