Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე – მათ არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, თანაზომიერების პრინციპთან, არ მოსწონთ კანონი არასლუწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ეფუძნება პროპორციულობის პრინციპს

მარშალ პრესი 14/03/2026
irakli kobakhidze
არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთო-ს ანგარიშს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული.
„საქართველოში არ მოქმედებს არცერთი რეპრესიული კანონო იმ გაგებით, რა გაგებითაც საუბრობენ კონკრეტული პირები. არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული. ჩვენ მზად ვართ, სათითაოდ განვიხილოთ ნებისმიერი კანონი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობდნენ. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი ეფუძნება პროპორციულობის პრინციპს.
მათ არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, თანაზომიერების პრინციპთან. მათ არ მოსწონთ კანონი არასლუწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ და ოჯახური ღირებულებების შესახებ. ასეთი კანონმდებლობა არ მოსწონთ.
პირდაპირ უწერია ამ ქალბატონს თავის დასკვნაში, რომ თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ბათუმის იუსტიციის სახლში და ჩაეწეროთ კაცად. ეს უწერია ამ ქალბატონს პირდაპირ. ეს ქალბატონი გვაძალებს ერთ რამეს, ვინმეს თუ მოუნდება, თქვენ თუ მოგინდებათ იუსტიციის სახლში მისვლა და გადაწერა კაცად, ჩვენ ამის უფლება უნდა მოგცეთ. ამას გვაძალებს ეს ქალბატონი. არანორმალურია ეს ყველაფერი. ეს ქალბატონი გვაიძულებს, რომ ჩვენ ქალები გადავწეროთ კაცებად და კაცები ქალებად“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
Next: დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.