Skip to content
19/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლი გაიხსნა.

მარშალ პრესი 13/03/2026
651475413_936918832054647_6199343008231005820_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლი გაიხსნა.

იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

სულხან თამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, მუნიციპალიტეტში სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობას გაზრდის.

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი იუსტიციის სახლის გახსნა ნიშნავს მეტ ხელმისაწვდომობასა და კომფორტს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის განხორციელებამ მუნიციპალიტეტში შექმნა ახალი სამუშაო ადგილები. რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს და იუსტიციის სახლის თითოეულ თანამშრომელს, ვინც წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ვითარდება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად, არამედ ინსტიტუციურადაც.

პარალელურად, მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, სოციალური თუ საგანმანათლებლო მიმართულებებით. ეს არის სისტემური პროცესი, რომელსაც მოაქვს რეალური შედეგები. ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეულმა მოქალაქემ ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნოს ეს კეთილდღეობა და შედეგები,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ხელვაჩაურის ახალი იუსტიციის სახლი რეგიონში რიგით მეცხრეა და მისი გახსნის შემდეგ იუსტიციის სახლები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ხელმისაწვდომი.
მთავრობის წარმომადგენლებმა ახლად გახსნილი იუსტიციის სახლი დაათვალიერეს.

Post navigation

Previous: პაატა სალია: „ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე“
Next: ჩვენი მთავარი პრინციპია, სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან, 2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს იუსტიციის სახლი ხელმისაწვდომია 127 მისამართზე და ყოველდღიურად 20 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.