Skip to content
10/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა გვთხოვს, მარადიული ღირებულებები დავთმოთ დროებითი კავშირის გამო. ვერ ხვდებიან, რომ ამ პოლიტიკური შტურმით კვლავ ხელისუფლებას აძლიერებენ ხალხისგან

მარშალ პრესი 13/03/2026
tamar chiburdanidze

ევროკავშირთან ურთიერთობებსა და საქართველოს მიმართ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლა ქვეყანაში ევროკავშირის მხარდაჭერას ამცირებს. ანალიტიკოსის შეფასებით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში საპირისპირო ეფექტს იწვევს და ხელისუფლების მხარდაჭერას აძლიერებს.

„საქართველოზე 4-წლიანი სისტემატიური პოლიტიკური შტურმის ფონზე ევროკავშირი დღითიდღე მხარდამჭერებს კარგავს საქართველოში და კიდევ უფრო ამაგრებს მხარდამჭერებისგან სახელისუფლებო ხაზს. როგორც ჩანს, მათსავე შექმნილი პიარ-ტექნოლოგიებიც ვეღარ შველით. ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის, რომ ხმამაღლა ამოთქვან ის სიტყვები, რასაც ჯერ კიდევ ანგარიშს უწევენ — აღარ გვინდა ასეთი ევროკავშირი! მე არ მინდა, რომ ერმა ეს სიტყვები თქვას, მაგრამ გვაიძულებენ. ევროპა გვთხოვს, რომ მარადიული ღირებულებები დავთმოთ დროებითი კავშირის გამო.

ხვალ რომ ევროკავშირი დაიშალოს, რაც მოსალოდნელია, თავზელაფდასხმულები რას ვეტყვით ხალხს ან შთამომავლობას? თუკი ევროკავშირის წევრობისთვის სხვის ომში უნდა გვეომა, კაცები ქალებად გვექცია, სხვისი ფულით, მათ სასარგებლოდ საკუთარი პოლიტიკა გვემართა, ჩვენი ტაძრები მხოლოდ სამუზეუმე ექსპონატებად გვექცია, მაშინ რაღას ვიღებთ იმ კავშირისგან, რომელიც ყველაფერს გვართმევს და არაფერს გვაძლევს საპირწონედ? სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია ევროპამ კარგა ხანია დაივიწყა, მშვიდობა ომად აქცია, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს თავს ვეღარ ართმევს. მათგან მხოლოდ შეურაცხყოფა, მუქარები და ცრუ ბრალდებები მოდის — და ყველაფერი ამის შემდეგ ისევ ჩვენზე წუხან? როგორ მივაწვდინოთ ხმა ბრიუსელს, რომ ვუთხრათ — ნუ შფოთავთ ქართველ ხალხზე, ჩვენ გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვართ დღეს, ვიდრე თქვენ. არ ყოფილა გადამწყვეტი მხოლოდ ეკონომიკა — ამას უკვე ყველა ხვდება. ეუთოს დადგენილება და ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია გუნდრუკია რადიკალური ოპოზიციისთვის, მაგრამ ამაოდ — ვერც ახლა შეძლებენ ნანატრი რევოლუციის მიღებას. რაც უფრო „შორს მიდის“ ევროპა, მით უფრო ღრმა კრიზისში შედიან, საიდანაც გამოსავალი, შესაძლოა, ევროკავშირის დაშლაც კი ვეღარ აღმოჩნდეს,”—განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: ანა ფოტიგა პოლიტიკურ კარიერას ასრულებს
Next: პაატა სალია: „ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.