Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ანა ფოტიგა პოლიტიკურ კარიერას ასრულებს

მარშალ პრესი 13/03/2026
ana fotiga

პოლონელმა პოლიტიკოსმა, ანა ფოტიგამ, რომელიც არაერთხელ ითხოვდა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას, განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა.

„ჩემი პოლიტიკური კარიერა ცალსახად დასრულებულია. არ ვაპირებ კენჭი ვიყარო არც ეროვნულ, არც ევროპულ საკანონმდებლო ორგანოებში. სხვა პასუხისმგებლობის აღებასაც არ ვაპირებ. თუმცა ვფიქრობ, რომ მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი აზრი პოლონური და საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე გადამწყვეტ დროს“, – დაწერა ფოტიგამ სოციალურ ქსელ X-ში.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური კარიერის დროს მას უნახავს შეცდომები, რომლებსაც პოლონელი, თუ სხვა ქვეყნების ლიდერები უშვებდნენ, რამაც პუტინს „ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის წარმოების საშუალება მისცა, რომლის კულმინაცია უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გახდა“.

Post navigation

Previous: მაკა ანდრონიკაშვილად რომ მოაქვს თავი და თავადობას იჩემებს? სინამდვილეში არის მაკა ნაბიჭვრიშვილი და გვარი აქვს გადაკეთებული
Next: თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა გვთხოვს, მარადიული ღირებულებები დავთმოთ დროებითი კავშირის გამო. ვერ ხვდებიან, რომ ამ პოლიტიკური შტურმით კვლავ ხელისუფლებას აძლიერებენ ხალხისგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.