Skip to content
15/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენი ქვეყანა მუქარას არ ექვემდებარება. ამ პოლიტიკის ხელში, რომელი პოლიტიკაც დღეს მძვინვარებს ბრიუსელში, ამათ ხელში დგას დღეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ბრიუსელი ვერ გადაგვიწყვეტს ჩვენ შიდა პოლიტიკას

მარშალ პრესი 12/03/2026
IRAKLI KIRCXALIA

„პასუხი იქნება იგივე, რომ ჩვენი მხრიდან არ არის არანაირი საფუძველი. არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი, რომ საერთოდ ეს დღის წესრიგში დადგეს“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ კითხვის პასუხად, რომ შესაძლოა თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ბერკეტი იყოს გამოყენებული.

ირაკლი კირცხალიას თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ქვეყნის მავნებლების რიტორიკაა.

„ეს არის მავნებლების შეფარული და უკვე ღია მუქარა. აქ, ქვეყანაში შესაძლოა ფიშერის ხელმძღვანელობით და აგენტურის ჩართულობით. ბრიუსელში, პირდაპირი მნიშვნელობით, სხვადასხვა საბჭოთა კავშირის გადმონაშთების რიტორიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და ადამიანებს, რომლებიც წვავენ პოლიციას, ადმინისტრაციულ შენობას, მათ პოლიტპატიმრად რაცხავენ უკვე მერამდენე რეზოლუციასა თუ პოლიტიკურ განცხადებაში. ეს არის მათი მუქარა პირდაპირი მნიშვნელობით. ეს არის შემდეგ ამ მუქარის ქვეშ უტიფარი განცხადებები კანდელაკის მაგვარი ე.წ. პოლიტიკოსების და კანდელაკის მაგვარი აგენტების. რა გვიკვირს, სანამ მოგვცემდნენ ვიზალიბერალიზაციას, დერეფნებში დარბოდა, კაბინეტ-კაბინეტ დარბოდა, როგორმე ეს არ გააკეთოთ, ქართველებს არ მისცეთ ვიზალიბერალიზაცია იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ჩაიწერს ამით ქულასო. ასეთ ბოროტებასთან გვაქვს საქმე.

ჩვენი ქვეყანა მუქარას არ ექვემდებარება, ჩვენი ქვეყანა უსამართლობას არასდროს შეეგუება, ეს ძალიან კარგად იციან და ძალიან კარგად უნდა გაზომონ. რომელ ვიზაზეა საუბარი, ქვეყნის ყოფნა-არყოფნაზეა საერთოდ საუბარი. იდგა და დგას. ამ პოლიტიკის ხელში, რომელი პოლიტიკაც დღეს მძვინვარებს ბრიუსელში, ამათ ხელში დგას დღეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ბრიუსელი ვერ გადაგვიწყვეტს ჩვენ შიდა პოლიტიკას“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

 

Post navigation

Previous: პეტერ ფიშერმა ვენის კონვენცია, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე დაიხია. გერმანიის ელჩი, სამწუხაროდ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრი, ის ჩვენთვის არ არის გერმანია და გერმანელი ხალხი
Next: ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: სრულიად განადგურებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი სახელი და გვარები, ნიღაბჩამოხსნილი, სამარცხვინო, უსამშობლო წარსულით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.