Skip to content
15/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პეტერ ფიშერმა ვენის კონვენცია, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე დაიხია. გერმანიის ელჩი, სამწუხაროდ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრი, ის ჩვენთვის არ არის გერმანია და გერმანელი ხალხი

მარშალ პრესი 12/03/2026
irakli kircxalia2

გერმანიის ელჩი სამწუხაროდ არის “ნაციონალური მოძრაობის” ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრი, გერმანულენოვანი, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერზე საუბრისას, რომელიც 24 თებერვალს ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის სასანქციო პაკეტში ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით მტკიცებულებები არსებობს. მისივე თქმით, გერმანელმა დიპლომატმა “ვენის კონვენცია, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე დაიხია”.

“გერმანიის ელჩს, საბედნიეროდ, ივნისამდე აქვს ვადა დარჩენილი და როგორმე გავუძლებთ მის პარტაქტივიზმს. გერმანიის ელჩი, სამწუხაროდ, არის “ნაციონალური მოძრაობის” ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრი, გერმანულენოვანი. მან გადააბიჯა და ფეხქვეშ გათელა ყველა ის პრინციპი, რაც დიპლომატს შეეფერება. ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს ორ ისტორიულად მეგობარ ქვეყანას შორის მაქსიმალურად დაანგრიოს ჯანსაღი ურთიერთობა. პეტერ ფიშერსაც ვეუბნებით იმავეს, რასაც ბრიუსელში არარჩეულ ბიუროკრატებს, პეტერ ფიშერი ჩვენთვის არ არის გერმანია და გერმანელი ხალხი. ეს ადამიანი მოქმედებს პარტიული დავალების შესაბამისად, როგორი დავალებითაც მოქმედებს პირობითად გვარამია, ამ ადამიანებთან ერთად არის, უბრალოდ არის დიპლომატიური სტატუსით და წარმოადგენს ევროპულ ქვეყანას”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

Post navigation

Previous: დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი, თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ
Next: ირაკლი კირცხალია: ჩვენი ქვეყანა მუქარას არ ექვემდებარება. ამ პოლიტიკის ხელში, რომელი პოლიტიკაც დღეს მძვინვარებს ბრიუსელში, ამათ ხელში დგას დღეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ბრიუსელი ვერ გადაგვიწყვეტს ჩვენ შიდა პოლიტიკას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.